რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშს - Palitra News

რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიშს

2026-06-24 15:39:04+04:00

ამ წუთებში გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს პლენარულ სხდომაზეც უსმენენ. მანამდე საქართველოს პროკურატურის 2025 წლის ანგარიში მან ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა. კითხვა-პასუხის რეჟიმი შეძახილების ფონზე მიმდინარეობს. გვარაკის განცხადებით, 2025 წელს გაიზარდა რეალიზატორების გამოვლენისა და მათი დანაშაულებრივი კავშირების გამოძიების პრაქტიკა. თაღლითობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 655 პირის მიმართ დაიწყო. გვარაკიძემ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, მან უარყო გახარიას გუნდის წევრების პოზიცია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით მართლმსაჯულებას. აპირებს თ არა გვარაკიძე გადადგომას, რა ფიქრობს ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის საქმეზე ან ქვეყანაში პოლიტიკურ კორუფციაზე.