მორიგი ანგარიში საქართველოს შესახებ -  რა მოლოდინებია საქართველოში და რას პასუხობს მმართველი პარტია ევროსაბჭოს - Palitra News

მორიგი ანგარიში საქართველოს შესახებ -  რა მოლოდინებია საქართველოში და რას პასუხობს მმართველი პარტია ევროსაბჭოს

2026-06-24 15:41:48+04:00

„ევროსაბჭოს რეზოლუციებს ფასი არ აქვს“ - ასე ეხმაურებიან "ქართული ოცნების" ლიდერები საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რამდენიმე საათში განიხილავს. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, დოკუმენტი უსამართლოა და არ ასახავს საქართველოში არსებულ რეალურ ვითარებას. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.