4 ოქტომბრის საქმე - ორ ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია - Palitra News

4 ოქტომბრის საქმე - ორ ეპიზოდზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია

2026-06-24 15:44:09+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ორ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა. ერთ-ერთ ეპიზოდის ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - აღნიშნულზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი ერთადერთია, სადაც დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებით დაუმტკიცდათ, ვინაიდან პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დაკავებულების ქმედებების შედეგად, კონკრეტული პირები, მათ შორის, პოლიციელები დაშავდნენ. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.