ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს საკითხზე მსჯელობას იწყებს - „ქართული ოცნება“ რეზოლუციას არ ეთანხმება - Palitra News

ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს საკითხზე მსჯელობას იწყებს - „ქართული ოცნება“ რეზოლუციას არ ეთანხმება

2026-06-24 20:35:54+04:00

ცოტახანში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაიწყებს. ანგარიშს, სახელწოდებით, „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარადგენენ. საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია და მკაფიო ყურადღებას საჭიროებს - ასეთია ასამბლეის პოზიცია, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც საუბრობდა. რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებებს არ ეთანხმება ქართული ოცნება. არ დავბრუნდებით PACE-ში! - ასეთია უმრავლესობის პოზიცია.