თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის ორ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა. ერთ-ერთ ეპიზოდის ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ დაკავებული კიდევ 13 პირი ცნო, თუმცა 12-ს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. აღნიშნული ეპიზოდი ერთადერთია, სადაც დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება სხვა მსჯავრდებულებისგან განსხვავებული პირობებით დაუმტკიცდათ, ვინაიდან პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულების ქმედებების შედეგად, პოლიციელები დაშავდნენ. მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.