საია-ს სარჩელის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების რუსეთის მხრიდან სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, გიორგი ანწუხელიძე, კახაბერ ხუბულური და უშანგი სოფრომაძე რუსეთის ქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ხოლო რამდენიმე ქართველი სამხედრო წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნული ფაქტები ეფექტიანად, სრულყოფილად და დამოუკიდებლად არ გამოძიებულა.