კახა კალაძე: სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სამი სხვადასხვა წრით სარგებლობა შეეძლებათ - Palitra News

კახა კალაძე: სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სამი სხვადასხვა წრით სარგებლობა შეეძლებათ

2026-06-24 20:46:18+04:00

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთი პროგრამა ხორციელდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია თავად თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. მისი განმარტებით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში, თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ, ანუ ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია. შესაბამისი მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.