უკრაინა რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას აგრძელებს. უკრაინის გენშტაბის ბოლო ცნობებით, უკრაინელებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში, ფრონტის ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანასა და რუსეთის ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს. რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე მორიგი შეტევა უკრაინამ დაადასტურა. ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა მორიგი დარტყმები განახორციელეს ოკუპირებულ ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში მდებარე საწვავისა და სატრანსპორტო ობიექტებზე, მათ შორის ქერჩის რაიონის ნავთობტერმინალებსა და პორტ „კავკაზზე“. კიევის განცხადებით, ოპერაციების მიზანია რუსეთის სამხედრო მომარაგების ქსელის შეფერხება და ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაცია.