ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავა - Palitra News

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავა

2026-06-24 20:51:14+04:00

დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიას ხელს უწყობდნენ. როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე ეხება სქემას, რომლის მიხედვითაც, იურიდული პირები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები და იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობას. ვაჭრობით მიღებულმა შემოსავალმა 50 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.