83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - როგორ აფასებენ საქართველოში ევროპის საბჭოს ახალ რეზოლუციას - Palitra News

83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - როგორ აფასებენ საქართველოში ევროპის საბჭოს ახალ რეზოლუციას

2026-06-25 09:42:01+04:00

83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი დეტალურად ასახავს იმ შოშფოთებებს, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რის მაგალითადაც ასამბლეის წევრების ნაწილმა სხვა პირებთან ერთად ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე დაასახელა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღდმეგ მიმართულ ქმედებებზე, აქციების დროს გამოყენებულ არაპროპორციულ ძალასა და ზოგად დემოკრატიულ უკუსვლაზე. ოპოზიცია ფიქრობს რომ ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია ზედმიწევნით ასახავს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც მათივე თქმით, ქვეყანა უკვე მრავალი წელია ცხოვრობს, თუმცა ევროპული მომავლისთვის მაინც იბრძვის.