სტრასბურგში გამართულ დებატებზე საუბარი შეეხო ელენე ხოშტარიას პატიმრობასაც - რა გზავნილები გაჟღერდა დეპუტატთა მხრიდან - Palitra News

სტრასბურგში გამართულ დებატებზე საუბარი შეეხო ელენე ხოშტარიას პატიმრობასაც - რა გზავნილები გაჟღერდა დეპუტატთა მხრიდან

2026-06-25 09:48:46+04:00

სტრასბურგში გამართულ დებატებზე საუბარი შეეხო ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას პატიმრობასაც. საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები ხოშტარიას ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს შემაშფოთებლად მიიჩნევენ და მის წინააღდმეგ მიმართულ დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ. ხოშტარიას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ რეზოლუციის ტექსტში სპეციალური ჩანაწერიც გაჩნდა. დებატებამდე სტრასბურგში ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ასამბლეის დეპუტატებთან ერთად სპეციალური ბრიფინგიც გამართეს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდეს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სახელწმიფოს მოვალეობაა, თუმცა მათივე თქმით, ჩნდება განცდა რომ შესაბამისი უწყებები ამას მიზანმიმართულად არ აკეთებენ. „ქართული ოცნება“ ბრალდებებს უარყოფს და საზოგადოიებას ჰპირდება რომ ხოშტარია ზუსტად იმ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს, რაც მას სჭირდება.