წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს - Palitra News

წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

2026-06-25 09:53:07+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. მოქალაქეებს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.