ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზადაა ვენესუელას დაეხმაროს.
„ორი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ვენესუელის შესანიშნავ ხალხს ახლახან თავს დაატყდა, მასშტაბური იყო და მათ უზარმაზარი რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა. აშშ მზად არის და დახმარება შეუძლია. დავავალე ჩვენი მთავრობის ყველა უწყებას, რომ სწრაფად მოქმედებისთვის მოემზადონ. ჩვენი ახალი და შესანიშნავი მეგობრების გვერდით ვიქნებით“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.
ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაშავდა.