აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის - Palitra News

აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის

2026-06-25 10:50:34+04:00

აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა.

მარკო რუბიომ ვენესუელელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამძიმარი გამოუცხადა.

„ამ რთულ დროს ამერიკა ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას დაუყოვნებლივ გზავნის“, - წერს რუბიო X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის დამხარებისთვის მზად იყო.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენესუელა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტშია.