ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - Palitra News

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

2026-06-25 11:20:13+04:00

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებების ფარგლებში, საზღვაო აკადემიის კურსანტები საზეიმო მსვლელობას ცენტრალური პარკიდან იუნკრების მემორიალთან მოაწყობენ და მემორიალს ტრადიციულად გვირგვინით შეამკობენ.

ამასთან, 12:00-დან 17:00 საათამდე, ევროპის მოედანზე საბავშვო გასართობი ღონისძიებები მოეწყობა. 18:00 საათზე კი ევროპის მოედანზე „სალიოს“ კონცერტი იგეგმება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 20:30 საათზე მეზღვაურთა საერთაშორისო დღისათვის მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დღეისათვის 21 000 -მდე სერტიფიცირებული მეზღვაური ჰყავს.