ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში მათი ნებართვის გარეშე გადაადგილება მიუღებელია - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში მათი ნებართვის გარეშე გადაადგილება მიუღებელია

2026-06-25 11:35:39+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გემები გააფრთხილა, რომ ჰორმუზის სრუტეში თეირანთან კოორდინაციის გარეშე გადაადგილება „მიუღებელი და საშიშია“.

მათივე განცხადებით, გადაადგილებისთვის მხოლოდ ირანის მიერ განსაზღვრული საზღვაო მარშრუტები უნდა იქნას გამოყენებული.

„მოვუწოდებთ გემებს, გამოყოფილი მარშრუტების გარეთ ნებისმიერ გადაადგილებას თავი აარიდონ“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.