შალვა პაპუაშვილი - თუკი ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - თუკი ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ

2026-06-25 12:03:50+04:00

თუკი ელენე ხოშტარიას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სახელმწიფოს ყველა მსჯავრდადებულისთვის ერთნაირი მიდგომები აქვს და ელენე ხოშტარია გამონაკლისი არ არის.

„ელენე ხოშტარიასთვის, ისევე, როგორც სხვა მსჯავრდადებულისთვის, ერთის მხრივ, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია სათანადო პირობები და მეორეს მხრივ, თუკი ვინმეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს სათანადო, უფასო სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება ისევე, როგორც სხვა მსჯავრდადებულებს, ასე რომ ელენე ხოშტარიას მიმართ რაიმე სხვა სახის მიდგომები არ არის.

თუკი მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, სახელმწიფო უფასოდ აწვდის მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რაც მას სჭირდება, ისევე, როგორც ამას აკეთებს ყველა მსჯავრდადებულის მიმართ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.