როგორ ეხმაურებიან ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოში - Palitra News

როგორ ეხმაურებიან ევროსაბჭოს რეზოლუციას საქართველოში

2026-06-25 12:18:53+04:00

83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი დეტალურად ასახავს იმ შოშფოთებებს, რომლებიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოსთან მიმართებაში გააჩნია. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რის მაგალითადაც ასამბლეის წევრების ნაწილმა სხვა პირებთან ერთად ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე დაასახელა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიისა და არასამთავრობო სექტორის წინააღდმეგ მიმართულ ქმედებებზე, აქციების დროს გამოყენებულ არაპროპორციულ ძალასა და ზოგად დემოკრატიულ უკუსვლაზე. დოკუმენტს ეხმაურებიან საქართველოში.