ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი გადადგა მისი განმარტებით, გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლას უკავშირდება. ვლადიმირ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი გაგლოევის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის ბრძანებას. გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, რისი მიზანიც ხელმომწერთა განცხადებით ხალხების დაახლოება უნდა იყოს. კრემლის პრესსპიკერი. დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. “მთავრობის” ცვლილება რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება. საფრთხე რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ ემუქრება - ოკუპირებულ ცხინვალში არსებული ვითარება თბილისში ისევ მსჯელობის მთავარი საგანია.