დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს თეთრ სახლში უმასპინძლა და მას შესანიშნავი ადამიანი და გამორჩეული ლიდერი უწოდა - Palitra News

დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს თეთრ სახლში უმასპინძლა და მას შესანიშნავი ადამიანი და გამორჩეული ლიდერი უწოდა

2026-06-25 12:31:52+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს თეთრ სახლში უმასპინძლა და მას შესანიშნავი ადამიანი და გამორჩეული ლიდერი უწოდა. ტრამპის განცხადებით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე სხვა რომ ყოფილიყო, ეს შეხვედრა არც კი შედგებოდა, რადგან ნატო-მ მას იმედები გაუცრუა. მისივე თქმით, იმედგაცრუებულია ალიანსის წევრი ბევრი ქვეყნის, მათ შორის იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ქმედებებით. რაც შეეხება ესპანეთს, ტრამპმა მას „სრული კატასტროფა“ უწოდა. თავის მხრივ მარკ რუტე აცხადებს, რომ რუტეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციისთვის გარკვეული საფუძვლები ნამდვილად არსებობს. თუმცა, რუტეს თქმით, მას არგუმენტები აქვს.