მიწისძვრა ვენესუელაში - ბოლო ცნობები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ - Palitra News

მიწისძვრა ვენესუელაში - ბოლო ცნობები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ

2026-06-25 12:32:18+04:00

ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. დელსი როდრიგესის თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც არ მოიცავს კარაკასის მახლობლად მდებარე ლა გუაირაში დაფიქსირებულ მსხვერპლს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. მიწისძვრების შემდეგ, როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ორი ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო, რასაც ერთ წუთზე ნაკლებ დროში კიდევ უფრო ძლიერი – 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 000-ს გადააჭარბებს.