ზურაბ ჯაფარიძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე - ელენე არის გასათავისუფლებელი - Palitra News

ზურაბ ჯაფარიძე - ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე - ელენე არის გასათავისუფლებელი

2026-06-25 12:37:40+04:00

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, - ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არსებობს კონკრეტული დანიშნულება, რომელიც არის შესასრულებელი.

„ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ზოგადად იყო მძიმე, როდესაც დააკავეს მაშინაც. წლებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გართულებული. ელენე არის გასათავისუფლებელი, დასაჭერიც არ იყო, ცხადია. ადამიანია, რომელიც არის დაკავებული საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო.

გარდა ამისა, არსებობს კონკრეტული დანიშნულება, რომელიც არის შესასრულებელი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ რასაც მკურნალი ექიმი ამბობს, ის არის გასაკეთებელი.