მილიარდ 544 მილიონი ლარის მოგება მხოლოდ 5 თვეში - კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებელი ისევ რეკორდებს ხსნის - Palitra News

მილიარდ 544 მილიონი ლარის მოგება მხოლოდ 5 თვეში - კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებელი ისევ რეკორდებს ხსნის

2026-06-25 13:54:07+04:00

მილიარდ 544 მილიონი ლარის მოგება მხოლოდ 5 თვეში - კომერციული ბანკების მოგების მაჩვენებელი ისევ რეკორდებს ხსნის. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა ერთი მილიარდ 544 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. სებ-ის სტატისტიკით, ეს მაჩვენებელი 272 მლნ ლარით და შესაბამისად 21.3%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 5 თვეში, ყველაზე მეტი მოგება ტრადიციულად „საქართველოს ბანკმა” მიიღო – 818 მილიონ 678 ათასი ლარი; მას მოგების მაჩვენებლით, მეორე პოზიციაზე მოსდევს „თიბისი ბანკი“, რომლის მოგებამაც ამ ხუთ თვეში 562 მილიონ 359 ლარი შეადგინა. მესამე და მეოთხე პოზიციებს კი „ბაზისბანკი“ და „ლიბერთი“ ბანკი ინაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი მოქმედებს, ბანკების მთლიანი მოგების თითქმის 90%-ს მხოლოდ 2 ბანკი, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ინაწილებენ.