საქართველოში ავტომობილების იმპორტი 4-წლიან მინიმუმზეა - Palitra News

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 4-წლიან მინიმუმზეა

2026-06-25 13:55:09+04:00

საქართველოში ავტომობილების იმპორტი 4-წლიან მინიმუმზეა. ხუთ თვეში ქვეყანაში მხოლოდ 77 054 მანქანა შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი 90 ათასს აჭარბებდა. ოფიციალური სტატისტიკა ცხადყოფს, რომ იანვარ-მაისში ქვეყანაში შემოსული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 1 მილიარდ 251 მილიონი დოლარი შეადგინა, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი რომლის 1 მილიარდ 567 დოლარზე მეტი იყო. მხოლოდ ერთი წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად 14.8%-ით, ხოლო ღირებულებით ნაწილში დაახლოებით 20.2%-ით შემცირდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი მომწოდებელი კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია. მხოლოდ 2026 წლის იანვარ-მაისში ამერიკიდან 58 881 ავტომობილი შემოვიდა,

მეორე ადგილზეა გერმანია - 2 000 ავტომობილით, მესამეზე კი იაპონია, საიდანაც 7 487 ავტომობილის იმპორტი მოხდა.