გენერაცია შემცირდა, მოხმარება კი გაიზარდა - ამ წლის მაისში საქართველომ 1.189 გვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც გასული წლის მაისთან შედარებით 9%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ მაისში ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება წლიურად 9.4%-ით შემცირდა და 1.176 გვტ.სთ შეადგინა. ამავე პერიოდში ქარის სადგურების გამომუშავება 34.1%-ით გაიზარდა და 10.5 გვტ.სთ-ს გაუტოლდა. ამასთან, მზის ელექტროსადგურების გამომუშავებამ 1.7 გვტ.სთ იყო, ხოლო თბოსადგურებს მაისში ელექტროენერგია არ გამოუმუშავებიათ. ამავე პერიოდში კი საქართველომ 1.114 გვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წლიურად 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ელექტროენერგიის მოხმრარება გაიზარდა, როგორც საცალო მომხმარებლებლების მხრიდან, ასევე პირდაპირი შემსყიდველების მხრიდანაც. ელექტროენერგიის ბაზრის კვლევა აჩვენებს, რომ მაისში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა ერთ კილოვატ საათზე 5 დოლარი და 16 ცენტი შეადგინა, რაც 3.6%-ით მეტია 2025 წლის მაისის მონაცემზე. ხოლო თვის ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 10.6%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში საქართველოში 18 გვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი მოხდა, რაშიც ქვეყანამ დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა. იმპორტი სრულად აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ამავე თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 54 გვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო ქვეყანამ სანაცვლოდ დაახლოებით 2.2 მლნ დოლარი მიიღო“.