კონტროლიორთა მიერ დაწერილი ჯარიმების ახალი, რეკორდული მაჩვენებელი - Palitra News

კონტროლიორთა მიერ დაწერილი ჯარიმების ახალი, რეკორდული მაჩვენებელი

2026-06-25 13:58:26+04:00

ახალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმების რაოდენობის თვალსაზრისითაც. მათ მიერ, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა იანვარ მაისში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 74%-ით გაიზარდა და 1 მილიონ 346 ათასი ლარი შეადგინა. ხაზინის მონაცემების მიხედვით, წელს, 5 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. კერძოდ, აღნიშნულიდან 2026 წლის იანვარ-მაისში ბიუჯეტში 241 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 136 მილიონ ლარს მცირედით თუ აჭარბებდა.

ცნობისთვის, თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარის ოდენობით.