გიორგი შარაშიძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის თავმჯდომარე ვინ გახდება, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს და ფერს არ იცვლის - Palitra News

გიორგი შარაშიძე - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის თავმჯდომარე ვინ გახდება, მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს და ფერს არ იცვლის

2026-06-25 14:08:18+04:00

არაფორმალური მმართველობის გამოხატვა ის არ არის, რაც ამ პარტიაში ხდება? „ოცნების“ არაფორმალურ მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, ოპოზიციაში რომ არიან, ხალხს არაფორმალურ მმართველობას იქ აჩვენებენ და ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მერე რას იზამენ? - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ „ზნეს და ფერს არ იცვლის“.

„ჩვენთვის საინტერესო და აქტუალური არ არის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს. ნანუკა ჟორჟოლიანი კი არა, ამ პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა გახდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. პარტიაში წინ ახალგაზრდებს წამოწევენ თუ ძველგაზრდებს, რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს წინაშე მათი დანაშაული გაქრება თუ სადმე წავა? - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ პარტიის თავმჯდომარე ვინ გახდება. მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს და ფერს არ იცვლის. არაფორმალური მმართველობის გამოხატვა ის არ არის, რაც ამ პარტიაში ხდება? „ოცნების“ არაფორმალურ მმართველობაზე რომ ვსაუბრობთ და ყველამ იცის, მათი არაფორმალური მმართველი ვინ არის, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობა“ ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, ოპოზიციაში არიან, ხალხს არაფორმალურ მმართველობას იქ აჩვენებენ და ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მერე რას იზამენ? - ეს ყველაფერი კარგი პროცესია და ტესტია ამომრჩევლისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება და მომავალში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.