ირაკლი კობახიძე - კარგად იცით, ვინც არის სალომე ზურაბიშვილი - ეს „სტრიკაზა“ სხვებზე არ უნდა ლაპარაკობდეს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - კარგად იცით, ვინც არის სალომე ზურაბიშვილი - ეს „სტრიკაზა“ სხვებზე არ უნდა ლაპარაკობდეს

2026-06-25 15:26:37+04:00

თქვენ კარგად იცით, ვინც არის სალომე ზურაბიშვილი. მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო - „სტრიკაზა“. ეს „სტრიკაზა“ სხვებზე არ უნდა ლაპარაკობდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება" რუსეთის გეგმით არის შექმნილი".

ირაკლი კობახიძის თქმით, მათთვის სალომე ზურაბიშვილი „აბსოლუტურად უინტერესოა“.

„თქვენ კარგად იცით, ვინც არის სალომე ზურაბიშვილი. მისი მეტსახელიც მინდა გავიხსენო - „სტრიკაზა“. ეს „სტრიკაზა“ სხვებზე არ უნდა ლაპარაკობდეს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. აბსოლუტურად უინტერესოა ჩვენთვის ეს ადამიანი“,-განაცხადა კობახიძემ.