ივლისში, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აღმასრულებელ წევრს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება - ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე - Palitra News

ივლისში, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აღმასრულებელ წევრს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება - ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე

2026-06-25 15:48:50+04:00

ივლისში, "ნაციონალური მოძრაობის" ყველა აღმასრულებელ წევრს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. მათ შორის, პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ვინ ჩაუდგება სათავეში ერთ-ერთ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა გუნდის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ფავორიტი ჰყავს. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ სუბიექტად განიხილება, რომელმაც პარტიას ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს, თუმცა როგორ და ფორმით, ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. პარტიამ უნდა გადაწყვიტოს დარჩება თუ არა ოპოზიციურ ალიანსშიც.. ბოლო დროს, საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები კვლავ გაყოფილია. ალიანსი სამუშაო პროცესებში ნაციონალური მოძრაობის ჩართულობით უკმაყოფილოა. გაერთიანება პარტიას, დოკუმენტით გათვალისიწნებული პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს.