83 ხმა 5-ის წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება, ისევე როგორც გრძელდება სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა. დოკუმენტის თანახმად, ასამბლეის არცერთი სასწრაფოდ შესასრულებელი რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული. ქართული ოცნება რეზოლუციაში გამოთქმულ შეფასებებს არ იზიარებს. ოპოზიცია კი თვლის, რომ ქვეყანა იმ სტანდარტებს შორდება, რომელთა დაცვაც აუცილებელია.