პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება - Palitra News

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება

2026-06-25 15:55:25+04:00

პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები იცვლება, სადისტრიბუციო მანქანებს კი, ღამის საათებში, BUS LINE-ში დადგომის და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნება. კანონპროექტი 80-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. გადაიხედა სანქციების ოდენობებიც. გარდა ამისა, ახლებურად განისაზღვრება პასუხისმგებლობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ან თვითნებური განადგურებისთვის.