ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა - Palitra News

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა

2026-06-25 15:57:33+04:00

ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე მიულოცა.

25 ივნისს საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე „არმიჰოლში“ მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თავდაცვის ძალებში სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს თავდაცვის ძალებს ჰყავს მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და ძლიერი სერჟანტთა კორპუსი, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოების მაღალი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობს.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.