თეთრმა სახლმა კონგრესისგან 88 მილიარდ დოლარამდე მოითხოვა, რაც ირანთან ომის დროს დახარჯული მარაგების შევსებაზე დაიხარჯება - Palitra News

თეთრმა სახლმა კონგრესისგან 88 მილიარდ დოლარამდე მოითხოვა, რაც ირანთან ომის დროს დახარჯული მარაგების შევსებაზე დაიხარჯება

2026-06-25 15:58:14+04:00

თეთრმა სახლმა კონგრესისგან 88 მილიარდ დოლარამდე მოითხოვა, რაც ირანთან ომის დროს დახარჯული მარაგების შევსებაზე დაიხარჯება. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, კონგრესისთვის გაგზვანილ წერილში ნათქვამია, რომ 67 მილიარდი დოლარი უნდა დაიხარჯოს სამხედრო პერსონალის დაფინანსებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მარაგების შევსების საოპერაციო ხარჯებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, 11 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ამერიკელი ფერემრების დასახმარებლად, ხოლო ვირუს ებოლასთან დაკავშირებული კრიზისთან ბრძოლისთვის თეთრი სახლი მილიარდ 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს. უსაფრთხოების გასაძლიერებლად 300 მილიონი დოლარით უნდა დაფინანსდეს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში განლაგებული ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობებიც.