ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრისა და 30-მდე „აფთერშოკის“ შემდეგ, კარაკასსა და სხვა ადგილებში შენობები ჩამოინგრა, რის შედეგადაც წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, 167 ადამიანი დაიღუპა და 700 დაშავდა. დელსი როდრიგესის თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია, რომელიც არ მოიცავს კარაკასის მახლობლად მდებარე ლა გუაირაში დაფიქსირებულ მსხვერპლს, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. მიწისძვრების შემდეგ, როდრიგესმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ორი ძლიერი მიწისძვრა ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ 10 000-ს გადააჭარბებს.