მარკო რუბიოს განცხადებით, ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა - Palitra News

მარკო რუბიოს განცხადებით, ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა

2026-06-25 16:48:04+04:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ალასკაზე დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.

„ალასკაზე შეთანხმება არ ყოფილა. წინადადება გაკეთდა, მაგრამ იქ შეთანხმება არასდროს ყოფილა“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

ასევე, მარკო რუბიომ ბაჰრეინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ მზად არის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად კონსტრუქციული როლი შეასრულოს.

„ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული როლი შევასრულოთ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად და ომის დასასრულებლად. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი უკვე წელიწად-ნახევარია ცდილობს“, - აღნიშნა რუბიომ.