ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკში ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა, რომ ბელარუსის „ომში ჩათრევა არ შეიძლება” - Palitra News

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკში ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა და უთხრა, რომ ბელარუსის „ომში ჩათრევა არ შეიძლება”

2026-06-25 18:16:38+04:00

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით მინსკში ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლებს შეხვდა.

„მათ ცოტა ხნის წინ შევხვდი. მე მათ ვუთხარი: „ბიჭებო, თქვენს პრეზიდენტს გადაეცით: თუ ფიქრობს, რომ ჩვენთან ასე საუბარი და შემდეგ ჩვენი ომში ჩათრევა შეიძლება, მან უნდა გაიგოს, რომ ომის ხარისხი სწრაფად შეიცვლება. ეს ომის სრულიად სხვაგვარი იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ამ განცხადებას უპასუხა.

მისი თქმით, „უკრაინაში ესმით, რომ ბელარუსის კონფლიქტში ჩათრევა არ შეიძლება“.