PACE-ის მკაცრი გზავნილი თბილისს - როგორ აფასებენ რეზოლუციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში - Palitra News

PACE-ის მკაცრი გზავნილი თბილისს - როგორ აფასებენ რეზოლუციას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

2026-06-25 20:26:56+04:00

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 83 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა და განსხვავებული აზრის შეზღუდვა კვლავ გრძელდება. ასევე აღნიშნულია, რომ ასამბლეის მიერ ადრე გაცემული გადაუდებელი რეკომენდაციებიდან არცერთია შესრულებული. მმართველი გუნდი დოკუმენტში მოცემულ შეფასებებს არ იზიარებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს სულ უფრო შორდება, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.