ხელისუფლება და ოპოზიცია ხოშტარიას საქმეზე ურთიერთბრალდებებს აგრძელებენ - Palitra News

ხელისუფლება და ოპოზიცია ხოშტარიას საქმეზე ურთიერთბრალდებებს აგრძელებენ

2026-06-25 20:29:42+04:00

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა პოლიტიკურ შეფასებათა ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება დაუყოვნებლივ გაფორმდება, ოპოზიცია კი საქმის ირგვლივ არსებულ პროცესებს კრიტიკულად აფასებს. უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, ლევან მახაშვილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განმარტებით, ექიმი ციხეში აუცილებელი დოკუმენტაციის არქონის გამო ვერ შევიდა, თუმცა შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ ის ხოშტარიას მონახულებას შეძლებს. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე საგანგაშო მდგომარეობა არ იკვეთება. ამავდროულად, როგორც ცნობილია, რამდენიმე წუთში ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, მაკა იოსელიანი მედიისთვის სპეციალურ კომენტარს გააკეთებს.