ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების ცვლილებას თბილისში შეფასებები მოჰყვა - Palitra News

ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების ცვლილებას თბილისში შეფასებები მოჰყვა

2026-06-25 21:08:27+04:00

ოკუპირებულ ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების ცვლილებას თბილისში ახალი პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. უკვე ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ცხინვალი დატოვა და ის საქმიანობას პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელებს, სადაც ის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ამ ცვლილებას წინ უძღოდა მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება, რომელსაც მხარეები ურთიერთობების გაღრმავების საფუძვლად განიხილავენ. კრემლში ამტკიცებენ, რომ საკადრო ცვლილებები რუსეთის შემადგენლობაში ინტეგრაციის პროცესს არ უკავშირდება, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მორიგ გამოწვევად აფასებენ.