აშშ-მა წვრთნების დროს უკრაინული საზღვაო დრონები გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
კერძოდ, ამერიკულმა სპეციალური დანიშნულების ძალებმა უკრაინული Magura საზღვაო დრონები ფილიპინებში წვრთნების დროს გამოიყენეს.
მედია აღნიშნავს, რომ აშშ-მა პირველად გამოცადა აღნიშნული დრონები და წვრთნების დროს საზღვაო დრონმა მწყობრიდან გამოსულ საზღვაო გემს დაარტყა და ჩაძირა.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები უპილოტო დრონებს ცდიან ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში დიდი გემების წინააღმდეგ საბრძოლველად იაფი გზის მოსაძებნად, მათ შორის ჩინეთისგან ტაივანის დავის პოტენციალურ ოპერაციაში.
უკრაინული საზღვაო დრონების მიმართ ინტერესი ასევე, გაჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ მათი წარმატებული გამოყენების გამო.
გამოცემასთან საუბარში, Magura დრონების მწარმოებელი კომპანიის თანადამფუძნებელმა, ოლეგ როგინსკიმ აღნიშნა, რომ საზღვაო დრონებმა დაახლოებით 10 რუსული სამხედრო გემი ჩაძირეს.