დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება - Palitra News

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება

2026-06-26 09:20:52+04:00

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გამოწვევების სახით არსებობს და რომელიც, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ წარმატებით გადაჭრა. პრემიერ-მინისტრი ანგარიშში შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა გასული წლის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, საგარეო პოლიტიკა და ევროკავშირთან ჰარმონიზაცია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში არსებულ საგარეო გამოწვევებს ღირსეულად უპასუხა. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს დღეს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.