უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ხუთშაბათის ტრადიციულ შეკრებაზე „თავისუფლების მოედანმა“ პარტიის 10 ახალი წევრი საზოგადოებას წარუდგინა - Palitra News

უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ხუთშაბათის ტრადიციულ შეკრებაზე „თავისუფლების მოედანმა“ პარტიის 10 ახალი წევრი საზოგადოებას წარუდგინა

2026-06-26 09:22:38+04:00

უზენაეს სასამართლოსთან გამართულ ხუთშაბათის ტრადიციულ შეკრებაზე „თავისუფლების მოედანმა“ პარტიის 10 ახალი წევრი საზოგადოებას წარუდგინა. ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარემ ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე ავტორიტარული მმართველობის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების პოლიტიკაში აქტიურ დაბრუნებას და პასუხისმგებლობის აღებას ქვეყნის მომავლისთვის.

ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ახალმა წევრებმაც მიმართეს. მათი თქმით, “თავისუფლების მოედანი“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად მართოს ქვეყანა.