ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამატებით კვლევებს საჭიროებს - ამის შესახებ პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ რევმატოლოგმა მაკა იოსელიანმა განაცხადა. ექიმის განმარტებით, პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი და გადაადგილების სირთულე, რის გამოც სრულფასოვანი გასინჯვა ვერ მოხერხდა. რევმატოლოგი მიიჩნევს, რომ ზუსტი დიაგნოზისა და ყველა შესაძლო რისკის გამოსარიცხად, ელენე ხოშტარიას მულტიპროფილურ კლინიკაში კომპლექსური კვლევები და სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება. ოპოზიციის შეფასებით, დამოუკიდებელი ექიმის დასკვნა ადასტურებს რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ ყურადღებას და სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.