რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსთან დაკავშირებით - Palitra News

რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსთან დაკავშირებით

2026-06-26 09:26:17+04:00

ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ალიანსის ირგვლივ დაძაბულობა გრძელდება. კვლავ აქტუალური საკითხია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ალიანსთან დაკავშირებით.

ერთი მხრივ, პარტია ღიად არ ამბობს, რომ ალიანსს ტოვებს, თუმცა მეორე მხრივ სამუშაო პროცესებს გამოთიშულია. ალიანსის წევრი სხვა პარტიები კი აცხადებენ, რომ ახლა საკუთარი მიზნებისა და ხედვებისკენ ორიენტირებაა საჭირო, და რომ შიდა დაპირისპირებების დრო არ არის. პარტიები, რომლებიც ალიანსში არ არიან, აცხადებენ რომ შიდა დაპირისპირება ოპოზიციას ასუსტებს. "ქართული ოცნება" კი თვლის, რომ დაპირისპირება პირადი გავლენების ბრძოლასაც უკავშირდება, სადაც ლიდერობისთვის კონკურენცია უკვე ღიად მიმდინარეობს.