განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის საქმეზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - Palitra News

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის საქმეზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2026-06-26 09:29:54+04:00

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ბულგარეთის სახელმწიფოში ტრანზიტის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა, მის მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომანქანაში უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინი და დიაზეპამის შემცველი ფსიქოტროპული ნივთიერება.