საკანონმდებლო ორგანო პრემიერ-მინისტრის მოსმენისთვის ემზადება. სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით წარდგება. საგარეო პოლიტიკა, ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, სოციალური თუ პოლიტიკური გამოწვევები და მაკროეკონომიკური სტაბილურობა - იმ ასპექტების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ანგარიშშია საუბარი. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში არსებულ საგარეო გამოწვევებს ღირსეულად უპასუხა. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძეს დღეს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.