პრემიერ-მინისტრი - ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ - თავისი სახელი დავარქვით ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს და ე.წ. არასამთავრობოებს, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს - ეს სიმართლე რომ არა, გამოწვევებთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა - Palitra News

პრემიერ-მინისტრი - ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ - თავისი სახელი დავარქვით ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს და ე.წ. არასამთავრობოებს, რომლებიც ემსახურებიან უცხო ძალებს - ეს სიმართლე რომ არა, გამოწვევებთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა

2026-06-26 14:02:01+04:00

ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას ან ძალადობდა სახელმწიფოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, მთავრობამ ისეთი კანონები მიიღო, რამაც ქვეყანას დამშვიდების საშუალება მისცა.

„ჩვენ ასევე თავისი სახელი დავარქვით იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან უცხო ძალებს, აქ საუბარია, როგორც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებზე, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ე.წ. მედიასაშუალებებზე და ასე შემდეგ. ეს სიმართლე რომ არა, გამოწვევებთან გამკლავება გაგვიჭირდებოდა. ჩვენ მივიღეთ აუცილებელი კანონები, ეს არის მეორე მთავარი ზომა, რომელმაც ქვეყნის დამშვიდების საშუალება მოგვცა სიმართლის თქმასთან ერთად. ჩვენ აღვასრულეთ სამართალი მოძალადეების წინააღმდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობდა სახელმწიფოზე ძალადობას, ან ძალადობდა სახელმწიფოზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ აქაც გვქონდა რთული პერიოდები, როცა ვერ ვახერხებდით სამართლის აღსრულებას მოძალადეების წინააღმდეგ. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, აქაც რადიკალურად შევცვალეთ ვითარება, სამართლის წინაშე პასუხს აგებას ყველა, ვინც ეცდება ძალადობას სახელმწიფოზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი პოზიცია აქ მომავალშიც სრულიად უკომპრომისო იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.