პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა აქ „წითელი ხაზი“ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა. ამ წარმატების მაჩვენებელია შესაბამისი ციფრები, რომლებიც უარყოფითი მიმართულებით არ იცვლება. ამასთან ერთად, ვაგრძელებთ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და ჩვენი ამოცანაა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება საქართველოსა და რუსეთს შორის. აქ „წითელი ხაზი“ უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. საქართველო ამ მიმართულებით მომავალშიც პრაგმატული პოლიტიკით იმოქმედებს“,-განაცხადა კობახიძემ.