რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერგეი ივანოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ივანოვი თავდაცვის მინისტრად 2001 წლის მარტში დაინიშნა. 2011 წლის დეკემბერში ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევი შეცვალა.
2016 წელს ვლადიმერ პუტინმა ივანოვი გარემოს დაცვის, ეკოლოგიისა და ტრანსპორტის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე მუშაობდა.
ივანოვი ასევე იყო უშიშროების საბჭოს წევრი იყო.