როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას - Palitra News

როგორ აფასებს ოფიციალური თბილისი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას

2026-06-26 21:14:08+04:00

საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ხელისუფლება და ოპოზიცია განსხვავებულად აფასებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დოკუმენტი ობიექტურ გარემოებებს არ ეფუძნება და არასწორ ინტერპრეტაციებს შეიცავს.

იგივეს ამბობენ „ქართულ ოცნებაშიც“, სადაც მიაჩნიათ, რომ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელობას კარგავს, რომელიც შეფასებებს მიუკერძოებელ ინფორმაციაზე არ აფუძნებს. რეზოლუციაში კი აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კვლავ გრძელდება. ოპოზიციის შეფასებით, დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ რეალურ ვითარებას ასახავს.